თ.

თ. ქართული ანბანის მერვე (ძვ. ქართ. მეცხრე) ასო, მისი სახელია „თანი“, გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშულ-მსკდომი ფშვინვიერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა , ნუსხურში – . ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ცხრას (9).

ცხრილში ქრონოლ. თანამიმდევრობით მოცემულია ასო -ის გრაფ. მოხაზულობის დამახასიათებელი ისტ. ნიმუშები (ქართ. დამწერლობის სამივე სახისა – ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის). ისინი ამოკრებილია V–XVIII სს. ეპიგრაფიკული ძეგლებიდან და ხელნაწერებიდან.