თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე

თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (1870, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – XX ს. I ნახ., საფრანგეთი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინჟინერ-გენერალი (1918). მონაწილეობდა რუს.-იაპონიის (1904–05) ომში. 1913 დაამთავრა რუს. სამხ.-საინჟ. აკადემია. მსახურობდა კავკ. მე-2 მესანგრეთა ბატალიონში. 1915-იდან იყო რუს. არმიის ინჟინერ-პოლკოვნიკი; 1918–21 მსახურობდა ქართ. არმიაში. 1918-იდან იყო საქართვ. სამხ. სამინისტროს საინჟ.-ტექ. სექციის უფროსი, 1920–21 – საინჟ.-ტექ. ჯარების მეთაური. 1921 ემიგრაციაში წავიდა.

ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ. 1, თბ., 1998.

ლ. დოლიძე