ევროპული მონეტების განძი, პოლონური პოლტორაკებისა და ბრანდენბურგულ-პრუსიული დრაიპოლკერების განძი. აღმოჩენილია თბილისში, ყოფ. ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკის (დიდუბის რ-ნი) ტერიტორიაზე. პოლონური მონეტები (19 ც.) სიგიზმუნდ III-ის პერიოდს (1587–1632) ეკუთვნის და ყველა მოჭრილია ბიდგოშჩის ზარაფხანაში. 3 ც. მიეკუთვნება მარკგრაფ გეორგ ვილჰელმს (1619–40) და მოჭრილია კროსენის ზარაფხანაში. მონეტები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში.
გ. დუნდუა