„თბილთამბაქო“

„თბილთამბაქო“ (სააქციო საზოგადოება), თამბაქოს ფაბრიკა თბილისში. 1972 შეიქმნა საწარმოო გაერთიანება „თბილთამბაქო“, რ-შიც შევიდა თამბაქოს მრეწველობის უძველესი საწარმოები – თბილისის №1 (1852) და №2 (სათავო საწარმო, 1903) თამბაქოს ფ-კები. 1994 გაერთიანებაში შემავალი №2 ფ-კის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „თ.“ საწარმო თავდაპირველად უშვებდა პაპიროსსა და დაჭრილ თამბაქოს, ხოლო შემდეგ – უფილტრო („პრიმა“, „კურორტი“ და სხვ.) და ფილტრიან („კოსმოსი“, „კოლხეთი“, „ივერია“ და სხვ.) სიგარეტებს. 1974 ქ. პლოვდივის (ბულგარეთი) საერთაშ. გამოფენაზე ფ-კის პროდუქციას – ფილტრიან სიგარეტ „საქართველოს“ ოქროს მედალი მიენიჭა. 2003-იდან საწარმო აღარ მუშაობს.