თბილისასწვერი

თბილისასწვერი, მთა ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონზე, მდ. ბუბის (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 4429 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რელიეფი მკვეთრად დანაწევრებულია, ახასიათებს თანამედროვე გამყინვარება.

ს. ნემანიშვილი