„კავკაზსკი რაბოჩი“

„კავკაზსკი რაბოჩი“, ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი, რსდმპ(ბ) სამხარეო და თბილისის კომიტეტის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1917 წ. 11(24) მარტიდან 1918 წ. 8 თებ-მდე. „კ. რ“. პროპაგანდას უწევდა ვ. ი. ლენინის იდეებს, იღვწოდა სრულიად რუს. VII (აპრილის) კონფერენციისა და რსდმპ(ბ) VI ყრილობის გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის; იბრძოდა ამიერკავკ. კონტრრევ. მთავრობის მენშევიკებისა და ესერების წინააღმდეგ, საბჭ. ხელისუფლების დასამყარებლად. რედაქციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პ. ჯაფარიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ს. ქავთარაძე და სხვ. ტირაჟი 6 ათ. ც. 1918 თებ. ამიერკავკ. კონტრრევ. მთავრობამ გაზეთის სტამბა დაარბია და „კ. რ-ის“ გამოცემა შეწყდა.

გ. ჟვანია