კალანდაძე ანტიფორე დიმიტრის ძე [22. X (4. XI). 1910, სოფ. ხორითი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, _ 6. VII. 1976, თბილისი], სამთო ინჟინერ-გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1949), საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).
1938 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის გეოლ.-საძიებო ფაკ-ტი. მუშაობდა ამიერკავკ. გეოლ. ტრესტში საველე პარტიების გეოლოგის, ტექ. ხელმძღვანელის, შემდგომ _ უფროსის თანამდებობაზე.
კ. იყო აზერბაიჯანის, ჩრდ. კავკასიის, საქართვ. და სამხრ. კავკასიის გეოლ. სამმართველოების უფროსი (1939_50), სსრკ. გეოლ. სამინისტროს კოლეგიის წევრი, ტექ. სამმართველოს უფროსი (1950_51), ნავთობის გეოლოგიის მთავარი სამმართველოს უფროსი (1951_52).
1953_69 კ. იყო კავკ. მინერალური ნედლეულის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (სამეცნ. დარგში), თემატური სამუშაოების ხელმძღვანელი, შემდგომ _ უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1969-იდან გარდაცვალებამდე კი _ საქართვ. საწარმოო გეოლ. სამმართველოს თემატური ექსპედიციის მთ. ინჟინერი.
1951 საქართვ. ბარიტის საბადოთა შესწავლისათვის კ-ს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სტალინური პრემია.
1949 კ-მ მიიღო გეოლ. სამსახურის III რანგის გენერალური დირექტორის პერსონალური წოდება.
კ-ის სამეცნ. შრომები ეხება სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ნ. კალანდაძე