მეძველია კონსტანტინე ნესტორის ძე (25. VIII. 1907, სოფ. ნახახულევი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, — 4. I. 1974, ქუთაისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1962), მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1930). ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1927-იდან. პირველი წიგნი 1932 გამოაქვეყნა. 1933-იდან მუშაობდა ქუთ. პედ. ინ-ტში, 1940-იდან იყო ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტის დეკანი, ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის გამგე, პრორექტორი (1945-60), რექტორი (1965-73). მისი ძირითადი ნაშრომებია: „რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები და ქართველი სამოციანელები“ (1959), „თერგდალეული კირილე ლორთქიფანიძე“ (1965), „ლიტერატურული ნარკვევები“ (1967), „ლიტერატურული წერილები“ (1975) და სხვ.
ლიტ.: ბ ა ს ი ლ ა ძ ე ი., კონსტანტინე მეძველია, წგ.: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, ქუთ., 2013; მ ი ქ ა ვ ა ა., ხსოვნა კეთილი კაცისა, თბ., 1986; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წგ. 2, თბ., 2013.