მეძმარიაშვილი ლერი აკაკის ძე

მეძმარიაშვილი ლერი აკაკის ძე (დ. 4. II. 1935, ქუთაისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1978), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1959). მუშაობდა „თბილ-ქალაქპროექტში“ არქიტექტორად (1959-72), შემდეგ – „საქქალაქ-მშენსახპროექტში“ არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად (1972-91). 1991-2001 იყო საქართვ. ისტ. და კულტურის ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს უფროსი, კულტურის მინისტრის მოადგილე, საქართვ. სამშ. პროექტების ექსპერტიზის მთ. სამმართველოს გენ. დირექტორის მოადგილე (2003-09). მ-ის ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრ. სახლი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე (1968, რ. ბაირამაშვილთან ერთად); თბილ. სახელმწ. უნ-ტის ახ. კომპლექსი (1971, ავტორთა ჯგუფთან ერთად); ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1973, მ. ჩაჩანიძესთან ერთად); ჯ. კახიძის სახ. თბილ. მუს. ცენტრი (1980, მ. ჩაჩანიძესთან ერთად, საქართვ. სახელმწ. პრემია, 1981); ცხინვალის მუს.-დრამ. (1980) და სოხუმის დრამ. (1984) თეატრები (ორივე მ. ჩაჩანიძესთან ერთად) და სხვ.