მეძმარიაშვილი ჯუმბერ ალექსანდრეს ძე

მეძმარიაშვილი ჯუმბერ ალექსანდრეს ძე (16. IV. 1929, გორი, — 29. VIII. 1961, ტიან-შანი, გამარჯვების პიკი), სპორტსმენი (ალპინიზმი), სპორტის ოსტატი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გაიტაცა კრივმა და მრავალგზის გახდა ამიერკავკ-ის ჩემპიონი. ალპინიზმით მოგვიანებით დაინტერესდა. იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი სასიმაღლო (1955, სტალინის პიკი) და ტრავერსების (1960, ზულუმარტი-იმიერალაის ქედები) კლასში, მეორე პრიზიორი სასიმაღლო კლასში (1956, მოსკოვის პიკი). საქართვ. ალპ. კლუბის პრეზიდიუმის წევრი. ტრაგიკულად დაიღუპა მწვერვალ „პობედაზე“ (ტიან-შანი).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.