მეწარმეობა

მეწარმეობა, ინდივიდის ან პარტნიორთა ერთობლივი საქმიანობა, მიმართული ახალი ბიზნესის იდეის ფორმირების, საწარმოს დაფუძნების, ორგანიზაციული მოწყობის, მართვის და განვითარებისა-კენ ბაზარზე კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოგების მისაღებად.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართვ. კანონით (2021) სამეწარმეო საქმიანობა განიმარტება, როგორც მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

ფიზიკური პირის ან პირთა გაერთიანების სხვა ორგანიზებული საქმიანობისგან განსხვავებით, მ-ის მიზანია მოგების მიღება, თუმცა ეს გარანტირებული არ არის, რადგან მ-ს ახლავს რისკი, რ-საც მეწარმე თავის თავზე იღებს.

მ. უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი პირობების თუ შეზღუდვების დაცვით (რეგისტრაცია, აუცილებელი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება), საქმიანობა უნდა იყოს მრავალჯერადი ხასიათის, პროფესიონალურად წარმართული, გარკვეული დროის განმავლობაში დაგეგმილი და ორგანიზებული. ამავე დროს მ. უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით. საქართვ. კანონმდებლობით, თუ სამეწარმეო საქმიანობას ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს, მისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია, ხოლო იურიდიული პირი უნდა დაფუძნდეს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზ-ბა (სპს), კომანდიტური საზ-ბა (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბა (შპს), სააქციო საზ-ბა (სს) და კოოპერატივი (კოოპ).

. უჯმაჯურიძე