მეჭურჭლე

მეჭურჭლე, ერთ-ერთი თანამდებობა გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, იგი „ვაზირთა ორთა“ ჯგუფის ვაზირს – მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მ. საჭურჭლეში, ანუ სახელმწ. ხაზინაში მსახურობდა საჭურჭლის ნაცვალთან, მუშრიბთან და საჭურჭლის მექიფთან ერთად. ხაზინაში ინახებოდა ყოველდღიურად სახმარი და სახარჯავი ქონება, მეფისათვის ნაჩუქარი („შემოძღუნებული“) ძვირფასი განძეულობა, თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი კი სალაროში იყო „შეკრული“.

მონასტრისა და სავანეების საჭურჭლეს განაგებდა მათი მ. ვაჰანის მონასტრის წესდების მიხედვით, მ. სავანის ერთ-ერთი თანამდებობის პირია. იგი შეწირული ქონებიდან იღებდა გარკვეულ გასამრჯელოს – სამ დუკატს (XII-XIX სს. ევრ. ფული).

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003; სურგულაძე ი., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.

. უჯმაჯურიძე