მეხეთი

მეხეთი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხვედრულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 960 . ქარელიდან 15 კმ. 2014 აღწერით მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.