მეჯილაურნი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (დაბა ფასანაურის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. მხარეს, ხანდოს ხევზე. ზ. დ. 1300 მ. დუშეთიდან 52 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.
სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.