მეჰდიზადე აბას საჰათ (აბას-ყული ალი აბას-ოღლუ) (1874, ქ. შემახა, – 11. VII. 1918, ქ. განჯა, ახლანდ. კიროვაბადი), აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. სამედ. განათლება მიიღო თეირანში. პირველი ლექსები 1898 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებ. „გატეხილი საზი“ – 1912. მ. რომანტიკოსია. მისი ადრეული პერიოდის პოეზია ტრად. – აღმოსავლურია. სტატიაში „როგორი უნდა იყოს ახალი პოეზია“ (1905) მან უარყო ლექსწყობის მოძველებული ფორმები. ავტორია პოემისა „აჰმედის გმირობა“ (1912), დრამისა „უმეცრების ნაყოფი“ და სხვ. თარგმნიდა რუს. და დას. ევრ. ლიტ-რის კლასიკოსებს. მ-ს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის „მერანის“ პირველი თარგმანი აზერბ. ენაზე (1916).
გ. შაყულაშვილი