მზარეულაშვილი ფარნაოზ ვლადიმერის ძე (23. IV. 1924, გორი, – ), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1952). იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1952-იდან მონაწილეობას ღებულობდა სამხატვრო გამოფენებში. ნამუშევრები: შველი (ბრინჯაო, 1950, კერძო კუთვნილება), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (მარმარილო, 1954, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეა, რფ); შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), ა. ჯაფარიძის პორტრეტი (მარმარილო, 1956), ვ. იაშვილის პორტრეტი (ქვა, 1960, ორივე დ. შევარდნაძის სახ. სახელმწ. ეროვნ. გალერეა, რფ), „ნანა“ (ტერაკოტა-მარმარილო, 1956, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეა, რფ), მ. იაშვილის პორტრეტი (ქვა. 1958, თბილ. სახელმწ. კონსერვატორია), შ. დადიანი (ბარელიეფი, ბრინჯაო, 1965, საქართველოს გ. ლეონიძის სახ. ლიტ-რის მუზეუმი), ვ. ლენინი (ნაჭედი სპილენძი, ქ. ადლერი, რფ., 1973) და სხვ.