მზეთამზე

მზეთამზე, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (დაბა წაღვერის ადმ. ერთეული). მდებარეობს თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1225 , ბორჯომიდან 18 კმ. 346 მცხ. (2014). მ. განსაკუთრებული მდებარეობისა და მრავალფეროვანი ბუნების წყალობით უნიკალური ადგილობრივი კურორტია. სოფლის ძვ. სახელწოდება სამძივისხევი უკავშირდება სამძივართა ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოს.

მ-ში შემონახულია ადრეფეოდ. ხანის რამდენიმე ქვაჯვარი.

სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი, თბ., 1985.