მზიურა (ლათ. Inula). მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- და ერთწლოვანი ბალახებია.
150-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, განსაკუთრებით — ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში გვხვდება 13 სახეობა.
მ. იზრდება ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყისპირებზე, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში, მშრალ და კლდოვან ფერდობებზე. დას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კავკასიის ენდემი I. magnifica. სუბალპ. სარტყელში იგი ქმნის მაღალბალახოვან დაჯუფებებს. მ-ს გვარი აერთიანებს თაფლოვანი, დეკორატიული (I. magnifica) და სამკურნალო (I. helenium) მცენარეებს.