მთავარანგელოზები (ძვ. ბერძნ. – jarcaggelos: მთავარი – jarch და მაცნე – [aggelos), ქრისტიანული ანგელოლოგიის მიხედვით ანგელოზთა ერთ-ერთი დასი. წმ. დიონისე არეოპაგელის ანგელოზთა იერარქიულ სისტემაში მე-8 დასია 9 დასს შორის. საეკლ. ტრადიციით ცნობილია 8 მთავარანგელოზი: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სალათიელი, იეგუდიელი, ბარაქიელი და იერემიელი. მიქაელ მთავარანგელოზისა და სხვა ზეციურ უსხეულო ძალთა ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 8 (21) ნოემბერს ზეიმობს. ეს დღესასწაული ლაოდიკიის საეკლ. კრების (III ს. დასაწყ.) განჩინების საფუძველზე დაწესდა.
მიქაელი არის ყველა მტრული ძალის მძლეველი, გაბრიელი – სიმაგრე ღვთისა და მისი საიდუმლოს კეთილი მაცნე (გაბრიელმა ახარა ღვთისმშობელ მარიამს ღვთის განკაცება), რაფაელი – ავადმყოფთა მკურნალი და გზაზე დამყენებელი, ურიელი – ლოცვის სურვილის აღმძვრელი და უცოდინართა განმანათლებელი, იეგუდიელი – გაჭირვებულთა დამხმარე, ბარაქიელი – მომცემი ღმერთის სიკეთისა, სალათიელი – სნეულებისაგან განმკურნებელი, იერემიელი – ღვთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი.
ზ. ეკალაძე