ბულატ  ოკუჯავა

ბ. ოკუჯავა

ბულატ  ოკუჯავა (1924-1997), პოეტი, ბარდი, ლირიკული სიმღერების ავტორ-შემსრულებე­ლი. წარმოშობით ქართველი. დაიბადა მოსკოვში. მონაწილეობდა II მსოფ­ლიო ომში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1953 წლიდან. ეკუთვნის პოეტური კრებულები: "კუნძულები" (1959), "თინათინისკენ" (1964), "მხიარული მედოლე" (1964), "დიდსულოვანი მარტი" (1967), "არბატი, ჩემი არბატი" (1976). ბ. ოკუჯავა ავტორია სიმღერების, აგრეთვე ისტორიული და სატირული-პროზაული თხზულებების, კი­ნო­სცენარებისა და მოთხრობების. რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.  მან თარგმნა თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები. ცნობილია მისი ნაწარმოები "დილეტანტის მოგზაურობა კავკასიაში".

გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია მოსკოვში ვაგანკოვის სასაფლაოზე. ოკუჯავას ძეგლი დგას მოსკოვის ცენტრში არბატზე (ავტორი გ. ფრანგულიანი).