როსტომ ხან სააკაძე (1588–1642/43), სპარსეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი. 1599 წელს შევიდა შაჰ აბას I-ის სამსახურში. იყო შაჰის პირადი მსახური, შემდეგ სოჰბათიასაული, 1626-27 - მდივანი, 1632_33 წლებში - სარდალი, დივანბეგი და თოფანგჩიაღასი, 1634-35 წლებში - ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, იომეს ოსმალთა სარდალ ხუსრევ ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე. 1634-35 წლებში როსტომ ხანმა თურქებს წაართვა ერევანი. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა - წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია. როსტომ ხანს ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში, რის გამოც, შაჰ აბას II-მ სიკვდილით დასაჯა მეშჰედში.