სიაუში (სიაუშ ბეგ გურჯი)

სიაუში (სიაუშ ბეგ გურჯი) (გარდ. დაახლ. 1616), სეფიანთა ირანში XVI ს. მეორე ნახევარსა და XVII ს. დასაწყისში მოღვაწე ცნობილი მხატვარი-მინიატურისტი, წარმოშობით ქართველი. ჩვენამდე მოაღწია მისმა ოცამდე ნამუშევარმა (მათ შორის ფირდოუსის "შაჰ-ნამეს", 1576_1578 წწ. ხელნაწერის შესანიშნავმა ილუსტრაციებმა), რომლებიც ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში (ირანი, საფრანგეთი, აშშ, რუსეთი, ინგლისი, შვეიცარია, თურქეთი, ეგვიპტე...). სიაუშ ბეგ გურჯის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობები დაცულია მისივე თანამედროვე ირანელი და თურქი ავტორების თხზულებებში.