მთავრული

მთავრული, უძველესი ქართული დამწერლობის აღმნიშვნელი ტერმინი. სახელწოდება წარმოიშვა ნუსხური ანბანის გამოყენების ეტაპზე, რ-ის დროსაც მრგლოვანი ასრულებდა მთავრული ასოების როლს, საზოგადოდ გამოიყენება საზედაო ასოების მნიშვნელობით. მთავრულ ასო-ნიშანს ქართ. ნუსხურ დამწერლობაში ორთოგრაფიული ფუნქციაც აკისრია – აბზაცის საწყის ასო-ნიშნად იხმარება.