მთვარელიძე მურად ვასილის ძე

მთვარელიძე მურად მიხეილის ძე (დ. 22. VII. 1953, ხაშური), მწერალი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997). 1978 დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: “პირველი სხივი”, “სათავე”, “ცისკარი”, “მაცნე” და სხვ. მ-მ წერილები მიუძღვნა ს. ჩიქოვანის, მ. ლებანიძის, ნ. სამადაშვილის, ტ. ტაბიძისა და სხვ. ქართვ. პოეტების შემოქმედებას; მონოგრაფიულად შეისწავლა დ. ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, რაც აისახა მის წიგნებში: „დიმიტრი ყიფიანი – ლიტერატო­რი“ (2018) და „კაცი ხასიათისა – დიმიტრი ყიფიანი“ (ბიოგრ. რომანი, 2020). 2004 გმოსცა ფოტომოთხრობა სურამის ლესია უკრაინკას ბ-კა-მუზეუმის შესახებ. ქართ.-უკრ. ლიტ. ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013).

მ. ავტორია თხზულებებისა: „მა­­თი პოეზიის მუზა“ (2002); „წიწამურიდან წიწამურამდე“ (2007); „ყიფიანები“ (2008); „წერილები რუსთაველსა და ვეფხისტყაოსანზე“ (2016); „ტიციანელო“ (2018)  და სხვ.

მ-ის თხზულებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999); მიღებული აქვს ე. ჩარენცის (2007), ა. წერეთლის (2013), დ. ყიფიანის (2019), “ფაზისის” (2022), ი. ჭავჭავაძის, ი. გოგებაშვილის (ორივე 2023)  სახელობის პრემიები. არის ქ. ხაშურის საპატიო მოქალაქე (2017).