ბოძაური


ბოძაური, სოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში, მდ. აჭარისწყლის ზემო აუზში. ზ. დ. 1300 მ, ხულოდან 15 კმ. 524 მცხ. (2014). მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეთამბაქოეობა, მემინდვრეობა. საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, ბ-კა, კლუბი, საფერშლო-სამეანო პუნქტი.