მინდვრისნემსა (Galium verum), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 20–50 სმ აღწევს. აქვს საგველასებრ ყვავილედში თავმოყრილი კაშკაშა ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროში.
საქართველოში იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპ. სარტყლამდე. ფესვებისგან ამზადებენ მომწვანო-მოყვითალო და წითელ საღებავს. იყენებენ ხალხ. მედიცინაში.