ეირენისი (Eirenis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 14 სახეობას, რ-თაგან საქართველოში გვხვდება ორი. ს ა ყ ე ლ ო ი ა ნ ი ე. (E. collaris), გავრცელ ებულია თურქეთში, ერაყსა და ირანში, სომხეთში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, საქართველოს სამხრ.-აღმ. ნაწილში – ივრის ზეგანზე, შიდა და ქვემო ქართლში. წ ყ ნ ა რ ი ე. ( E. modestus) გავრცელებულია თურქეთში, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, სომხეთში, დაღესტანში; საქართველოში გვხვდება შიდა ქართლსა და ივრის ზეგნის დას. ნაწილში, თბილ. მიდამოებში. ორივე სახეობა ბინადრობს მშრალ, ქსეროფიტულ, ქვიან ადგილებში. ეები იმალებიან ქვების ქვეშ და სოროებში, იკვებებიან უხერხემლოებით, ივნისსა და ივლისში დებენ 4–8 კვერცხს; სექტემბერ-ოქტომბერში იჩეკებიან 11 სმ სიგრძის ნაშიერები. მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.
თ. მუსხელიშვილი