მიულერი (Műller) ფრიდრიხ

მიულერი (Műller) ფრიდრიხ (5. III. 1834, ემნიცე, ჩეხეთი, – 27. V. 1898, ვენა, ავსტრია), ავსტრიელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. ცდილობდა მონათესავე ენათა ოჯახების კლასიფიკაცია ანთროპოლოგიური ნიშნების მიხედვით დაეკავშირებინა ხალხთა კლასიფიკაციასთან. იკვლევდა იბერიულ-კავკ. ენებსა და ხალხებს. 1864 წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ კავკ. ენები არ ენათესავება არც ინდოგერმანულ, არც ურალურ-ალთაურ ენებს, რომ ბასკურის მსგავსად ისინი გადმონაშთია ადრე არსებული ბევრად დიდი ენათა ჯგუფისა, რ-იც გავრცელებული იყო კავკ. ტერიტ-ზე.

ლიტ.: ძიძიგური შ., საენათმეცნიერო ძიებანი, თბ., 1975.