მიქსორი

„მიქსორი“ (შპს), ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია საქართველოში. დაარსდა თბილისში 2008. იგი თავდაპირველად მდ. ქსნის ნაპირიდან ქვიშასა და ღორღს მოიპოვებდა, კომპანიამ იმავე წელს ავჭალაში ააშენა უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვილი უმაღლ. სტანდარტების ბეტონის ქ-ნა. 2010 „მ-მა“ შეისყიდა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“ (100%-იანი წილი), რ-იც რამდენიმე მლნ. ლარის ინვესტირების შედეგად სამხრ. კავკასიაში რკინაბეტონის კონსტრუქციების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი გახდა. 2011 საწარმოში დამონტაჟდა რეგიონში უნიკალური რკინაბეტონის დგარების ხაზი. ქ-ნას ასევე გააჩნია წინასწარდაძაბული და დაუძაბავი რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოების რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება. 2016-იდან „მ.“ და „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“ ფუნქციონირებს ერთი ბრენდის („მ-ის“) სახელით. კომპანია აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, ავტომ. მართვის ბეტონამრევი კვანძით, თბური დამუშავების უახლესი სისტემებით, უმაღლ. დონის ლაბორატორიით, სრული ინფრასტრუქტურული ბაზით, რ-იც უზრუნველყოფს პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას რკინიგზის ვაგონებითა და ავტოტრანსპორტით. აწარმოებს ბეტონს (წარმადობა 120 მ3/სთ), ქვიშა-ღორღს (წარმადობა 50 მ3/სთ), რკინაბეტონის შპალებს, სარკინიგზო დგარებს, დეკორ. ღობის ფილას, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებისა და ხეხილის დგარებს (ბოძებს). წარმოებისათვის საჭირო სამშ. ქვიშისა და ღორღის დასამზადებლად გამოიყენება მდ. ქსნის ნაპირზე მოპოვებული ქვიშა, დეკორ. ღობის ფილების დასამზადებლად – ნიჩბისის ქვა, ცემენტი და არმატურა ადგილობრივია, ხოლო შპალის სამაგრები ქ-ნას შემოაქვს ინგლისიდან.

კომპანია „მ.“ აქტიურადაა ჩართული მშენებლობის სფეროში. ახორციელებს ყველა ტიპის გრუნტისა და შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, კაპიტ. რემონტს, ინტერიერ-ექსტერიერის მოწყობას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, ამონტაჟებს რკინაბეტონის მონოლითურ კარკასებს. მისი აგებულია სხვადასხვა დანიშნულების მრავალი შენობა, მ. შ. კომპანია „ბარამბოს“ ქ-ნა, ბამბის რიგის მულტიფუნქციური ცენტრი, ლაბორატორია გორში და სხვ. აქ დამზადებული შპალებისა და სარკინიგზო დგარების გამოყენებით ხორციელდება ყველა მნიშვნელოვანი ადგილ. და ტრანსნაციონალური სარკინიგზო პროექტი – ბაქო–თბილისი–ყარსის, თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და არსებული სარკინიგზო მაგისტრალების სარეაბილიტაციო პროექტები.

„მ-ს“ ჰყავს უმსხვილესი პარტნიორები ქართ. და უცხ. კომპანიების სახით. საწარმო არის ბრიტანული კომპანია Pandrol UK-ის ოფიც. წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. კომპანიას მიღებული აქვს ხარისხის მართვის საერთაშ. სერტიფიკატი ISO 9001:2008.

ლ. აბრამიშვილი