მიწა

„მიწა“, ყოველდღიური (1921-იდან ყოველკვირეული) გაზეთი, მიწის მესაკუთრეთა ეროვნ. პარტიის ორგანო. გამოდიოდა 1920–21 თბილისში. 1920 გამოვიდა №№1–40, 1921 – №№1–5. რედ.-გამომცემელი – გ. ვეშაპელი. აშუქებდა ეროვნ. და აგრ. პოლიტიკის საკითხებს.