მიხაკისებრნი (Caryophyllaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ძირითადად ბალახები, იშვიათად კი – ბუჩქბალახებია. ოჯახში 2100 სახეობაა. უმეტესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 29 გვარის 164-მდე სახეობა. მათი დიდი ნაწილი გაერთიანებულია 4 გვარში – პირთეთრა (Cerostium), ქოთანა (Silene), მიხაკი (Dianthus) ასევე Minuartia, ეს გვარები მდიდარია ენდემური სახეობებით. ოჯახში ბევრი დეკორ. მცენარეა (ქოთანა, მიხაკი, პირთეთრა, საპონა და სხვ.), ზოგიერთი კი – სარეველა (იოტა, ჟუნჟრუკი, სპერგულა და სხვ.). საპონა, წინწკალა და სხვ. საპონინით მდიდარი მცენარეებია. ზოგი მ. გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაში.