გოჩიტაშვილი თეიმურაზ შალვას ძე

 თ. გოჩიტაშვილი

გოჩიტაშვილი თეიმურაზ შალვას ძე (დ.  30. IX. 1946, სოფ. ბოდბე, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), სამთო ინჟინერი. საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (1996), საქართვ. ენერგეტიკის აკად. ვიცე-პრეზიდენტი (2022), მილსადენი ტრანსპორტისა და სედიმენტაციის საერთაშ. ასოციაციის პრეზიდენტი (2004-06), ტექ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989). 1969 დაამთავრა საქართ. პოლიტექნ. ინ-ტი (ახლანდ. სტუ). სწავლობდა EU TACIS-ის სახელმწ. მართვის (1966-97), ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) ნავთობისა და ენერგეტ. კვლევების (1997) კოლეჯებში, ჰანს საქსის (ავსტრია) ინ-ტში (2005), ჰიუსტონის (აშშ, 2000), გრონინგენის (ნიდერლანდები, 2008) უნ-ტებში.

მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. წულუკიძის სამთო ინ-ტში მთ. მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის ხელმძღვანელად (1969–96), სტუ-ში პროფესორად (1979-2006), საქართვ. პარლამენტში წამყვან სპეციალისტად, კონსულტანტად (1996-2000), სააქციო საზ-ბა „ჯეოინჟინერინგის“ დირექტორად კონსალტინგისა და განვითარების მიმართულებით, სამეცნ. საბჭოს თავ-რედ (1999–2007), საქართვ. ენერგოეფექტურობის ცენტრში სამხრ. კავკასიის რეგიონული პროექტების კოორდინატორად (2000–04), სააქციო საზ-ბა „თბილგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ (2001–02), საქართვ. ნავთობის საერთაშ. კორპორაციაში ექსპერტად (2001–05), საქართვ. გაზის საერთაშ. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რის მოადგილედ (2005–06), საქართველოში USAID-ის ენერგეტ. პროექტების უფრ. მკვლევრად, დამოუკიდებელ კონსულტანტად (2006, 2020, 2024), სააქციო საზ-ბა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ტექ. დირექტორად, კომერციულ დირექტორად, მრჩევლად, სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ, დეპარტამენტის უფროსად (2007 – დღემდე), მილსადენების საერთაშ. კომპანია „Sarmatia“-ს  (პოლონეთი) მმართველად, გამგეობის თავ-რედ (2013 – დღემდე), ასევე არაერთ საზღვარგარეთის ქვეყანაში კონსულტანტად, მოწვეულ მკვლევრად (გერმანია, აშშ, ჰოლანდია და სხვ.).

გ. სამეცნ. ნაშრომებისა და საინჟინრო პროექტების ავტორია მილსადენი ტრანსპორტის, ენერგეტ. პოლიტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, საპროექტო-ნორმატიული დოკუმენტები; მას ეკუთვნის 44 გამოგონება. გ. მონაწილეობდა ენერგოსექტორის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საინჟინრო პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ესენია: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთკავკასიური გაზსადენი (საქართვ. პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭო), აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI), ევროაზიური ნავთობის სატრანსპ. დერეფანი (EAOTC) და სხვ.                     

გ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2016).

თხზ.: საქართველოს მაგისტრალური ნავთობ- და გაზსადენები, თბ., 2012; ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გამოყენება, თბ., 2024; Security of Natural Gas Supply through Transit Countries (Co-editor Jens Hetland), NATO Science series, London, 2004; Natural Gaz strategy for Georgia. Part. II, Tb., 2006.

ლ. აბრამიშვილი