მონასტერი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში (გდუს ადმ. ერთეული). მდებარეობს ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ალეურის (ქსნის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1140 მ, ახალგორიდან 17 კმ. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი და წმ. იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია, აგრეთვე ეკლესიის ნანგრევი. სოფლის მიდამოებში მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, რ-შიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო და სატრაპეზო.
მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.