მოტყიარი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ზნაკვის ადმ. ერთეული). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ზნაკურის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1100 მ. ამბროლაურიდან 12 კმ. 11 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში.