მოურავი

მოურავი, ადგილობრივი ადმინისტრაციული აპარატის მთავარი მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. -ის თანამდებობა ჯერ კიდევ გაერთიანებულ ფეოდ. საქართველოში არსებობდა. XIII ს. ძეგლში, გრიგოლ ერისთავთერისთავის ანდერძში ნახსენებია მისი ., ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ იგი ცენტრ. ადმ. მოხელედაა მოხსენიებული. . ჰყავდა როგორც მეფეს, ისე ფეოდალს. თავდაპირველად მის ფუნქციებში შედიოდა სამეურნეო სფერო (მამულისა და მეურნეობის გამგებლობა), გვიანფეოდალურ საქართველოში კი ადმ., სამხ. და სასამართლო ფუნქციებიც შეითავსა. მოგვიანებით, XV ს-ში, მ., როგორც ქალაქის მმართველის აღმნიშვნელი ტერმინი, ენაცვლება ამირას და ამირთამირას. აღმ. საქართველოში -ის პარალელურად XVI–XVIII სს-ში იხმარება ირანიდან შემოსული მონღოლური ტერმინი „ტარუღა“ (-ის შესაბამისი სამოხელეო ინ-ტი ირანში). მოურავობა უაღრესად ფართო უფლებების მომცველი და იმავდროულად შემოსავლიანი თანამდებობა იყო. სახელო მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე. ამასთანავე, -ის სახელო წყალობის ისეთივე ობიექტი იყო, როგორიც მამული და ყმები. მის შესახებ სიგელებს ადგენდნენ როგორც მეფის ოჯახის წევრები, ისე კათოლიკოსი თუ ერისთავი. -ის სახელოს ანდერძით გადაცემაც შეიძლებოდა.

. უპირველესად ერქვა ქალაქების, ასევე ვრცელი სამეფო მამულების, ცალკეული სოფლების სამეურნეო-ადმ. გამგებლებს. სამეფო მ. ადგილზე ასრულებდა მეფის განკარგულებას, კრეფდა გადასახადებს, მართავდა მოსახლეობას.

-თა შორის განსაკუთრებული პოლიტ. წონა ჰქონდა თბილ. (ქალაქის) -ს, რ-იც XVII ს-იდან ქართლის მეფის (ირანის ვალის) მიერ ინიშნებოდა და დიდი გავლენა ჰქონდა სასახლის კარზე. XVII ს. დასაწყისში თბილისის . იყო ცნობილი პოლიტ. მოღვაწე გიორგი სააკაძე. მის შემდგომ ამ თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ბარათაშვილები, მუხრანბატონები, ციციშვილები, ყაფლანიშვილ-ორბელიშვილები, თარხნიშვილები (გ. სააკაძის შთამომავალი) და სხვ. ქართლში ერეკლე I-ის მეფობის დროს თბილ. -ის თანამდებობაზე კახელი თავადებიც ჩანან (ჩოლაყაშვილები). ქალაქის . ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო სარდალი, ბოქაულთუხუცესი, მერიქიფე და სხვ.

. იყო ქალაქის ადმ. უწყების ხელმძღვანელიც, საქალაქო მეურნეობის მმართველიცა და ზედამხედველიც. მას ემორჩილებოდა: მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ციხისთავი, შურტა.

მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო გორის მოურავობა (შემოიღეს XII ს. დასაწყისში), რ-იც XV ს-იდან მემკვიდრეობით ეკავათ ზევდგინისძე-ამილახვრებს. ისინი, ტრადიციულად, შიდა ქართლის სადროშოს სარდლები იყვნენ.

-ის ვალდებულებების, სარგოსა და შემოსავლების შესახებ დეტალურადაა საუბარი ვახტანგ VI-ის დასტურლამალში. ქალაქების -თა ახალი წეს-განგებები შემუშავდა XVIII ს. 90-იან წლებშიც, ერეკლე II-ის დროს.

ადგილობრივად . იყო არა მარტო მოსახლეობის მმართველი, არამედ მოსამართლეც. მის კომპეტენციაში შედიოდა საზ. წესრიგის დაცვა, მეფისა და ცენტრ. ორგანოების განკარგულებების, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეების აღსრულება (დავები მიწის საზღვრებზე, მამულზე, ვალზე, ზარალის ანაზღაურებაზე და სხვ.). -ის მოვალეობას შეადგენდა დამნაშავეთა და მოღალატეების, მ. შ. მტრის ჯაშუშების დევნა-დაპატიმრება. საიდუმლო ძიებისათვის -ს საგანგებო მოხელეები ჰყავდა. მასვე ევალებოდა მეთვალყურეობა ვაჭრობაზე, ფასებზე, წონისა და სხვა საზომთა სიზუსტეზე, ასევე არ უნდა დაეშვა აკრძალული საქონლით ვაჭრობა. „დასტურლამალის“ მიხედვით, . მოსახლეობას უნაწილებდა სახელმწ. გადასახადებს და საგანგებო გამოსაღებებს. -ის სასარგებლოდ შემოღებული გადასახადები სხვადასხვა სახის იყო – სურსათი, ფული და ბეგარა. სურსათით გადასახადი ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებული იყო – პურით (ხორბალი, ქერი) გადასახადი თითქმის ყველგან იყო გავრცელებული; ღვინით გადასახადი – კულუხი კომლზე თითო ან ორ კოკას შეადგენდა და იხდიდა ის, ვისაც ვენახი ჰქონდა; ასევე მიღებული იყო გადასახადი ცხენით, ცხვრით ან ბატკნით; სამასპინძლო; სააღდგომო გადასახადს შეადგენდა ცხვარი ან ბატკანი სოფლებიდან ან კომლზე ქათამი და შაური; საშობაო (საახალწლო) სააღდგომოს მსგავსი იყო და ზოგჯერ ცხვრის მაგიერ ძროხა იყო გათვალისწინებული, ასევე უნდა გაეღოთ კვერცხი, ღვინო და ერბო, ზოგან კი – ორი შაური. საყველიეროდ -ისთვის უნდა მიერთმიათ ერბო (გლეხი იხდიდა ძროხების რაოდენობის მიხედვით), კვერცხი და ქათამი, სამარხვოდ – თევზი. კავთისხევის -ისთვის თივა იყო დაწესებული, ახალდაბის ებრაელებს სანთელი და თევზი უნდა მიეტანათ. ბეგარის სახით -ის სასარგებლოდ გლეხებს ევალებოდათ ხვნა, ფარცხვა, მორწყვა, მომკა, ბარვა და სხვ.; . სასამართლო გადასახადსაც იღებდა. მისი სარგო იყო ყველა გადასახადის ერთი მუხუთედი – „ფანჯიაქი“.

-ის სასამართლო იურისდიქციის ფარგლები ტერიტორიულობის პრინციპით იყო შემოსაზღვრული. ამ ფუნქციას, ძირითადად, მეფის სახასო მამულებისა და თბილისის -ები ასრულებდნენ. ამ უკანასკნელის ფუნქციები განსაკუთრებით გაფართოვდა 1784-იდან და ქალაქის ყველა მცხოვრებზე გავრცელდა.

გვიანფეოდ. საქართველოში სამოურავო ადგილ. ადმინისტრაციის მნიშვნელოვან რგოლად ჩამოყალიბდა და საერისთავო შეცვალა. ამ პერიოდში სამოურავოებს და -ებს ყველა სამთავროში ვხვდებით, სრულყოფილი ფორმა კი კახეთში მიიღო. კახეთის დამოუკიდებელი სამეფოს პირველმა მეფემ, გიორგი VIII-მ (1446–76) საერისთავოების სანაცვლოდ შექმნა ახალი სამხ.-ადმ. ოლქები (ენისელი, ქიზიყი, თუშეთი, ერწო-თიანეთი), რ-ებსაც სათავეში მ-ები ჩაუყენა. XV ს-იდან მოყოლებული, -ის ინ-ტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობილების განმტკიცებაში. იქ მ. შეიძლებოდა რქმეოდა ქალაქის ბაზრის გამგებელსაც. XVIII ს. II ნახ-ში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე II შეეცადა მმართველობის ადგილ. ორგანოები სამოურავოების ერთიან სისტემაზე გადაეყვანა. დავით ბატონიშვილის ცნობით, -ს ნიშნავდა მეფე ქართვ. თავადებისა და აზნაურებისაგან. ამ პერიოდში ადგილ. მმართველობის ძირითადი მოხელე . გახდა და მათი რაოდენობა ქართლსა და კახეთში 38-მდე ავიდა.

იმერეთის სამეფოში XVIII ს. დასასრულს 26 სამოურავო იყო. ყველაზე დიდი უფლებებით გამოირჩეოდა ქუთაისის ., რ-იც წერეთლების საგვარეულო სახლიდან ინიშნებოდა.

ლიტ.: გონიკიშვილი მ., იმერეთი XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1979; მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.

ი. უჯმაჯურიძე