მოფიცარი

მოფიცარი (სამართლის ისტ.), ფეოდალურ საქართველოში სასამართლო პროცესის მონაწილე, რომელიც ფიცით ადასტურებდა სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ფაქტს.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, . არ შეიძლება ყოფილიყო მეტად ახალგაზრდა, „ჭკუანაკლები“ ან ვისაც ფიცის მნიშვნელობა არ ესმოდა და ურწმუნო იყო (237-ე მუხლი. „მოფიცარი დროული, ღ[ვ]თის მცნობელი, სჯულის მეცნიერი და ცოტა უნდა იყოს“).

-თა რაოდენობა დამოკიდებული იყო საქმის მნიშვნელობაზე, მათ გვაროვნობაზე და დავის საგნის ღირებულებაზე. თუ სადავო იყო მამული, . უცხო პირი არ უნდა ყოფილიყო.

მოდავე მხარის ფიცის გასამყარებლად, უმრავლეს შემთხვევაში, მასთან ერთად უნდა დაეფიცა თანამოფიცარს, რ-იც -ის კეთილსინდისიერებაზე, მისი ფიცის სარწმუნოობაზე იფიცებდა და ადასტურებდა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს. თანამოფიცარი ორგვარია – „შეგდებული“ და „შეუგდებელი“. „შეგდებულს“ მომჩივანი ასახელებს, ხოლო „შეუგდებელს“ – ბრალდებული (მოპასუხე).

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, ფიცი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, თუმცა კანონმდებელი მოსამართლეებს მოუწოდებს, მოერიდონ ფიცით საქმეების გადაწყვეტას. ფიცს მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როდესაც სხვა მტკიცებულება არ იყო ან საეჭვოდ მიაჩნდათ.

ფიცის რიტუალი, მიჯნაზე დავის გარდა, ძირითადად ეკლესიაში ტარდებოდა. ხატს მომჩივანი ან მოსამართლე ირჩევდა.

ლიტ.: მეტრეველი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003; ქართული სამართლის ძეგლები, ტ.1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ი. დოლიძის გამოც.,, თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე