მოქვი, მდინარე აფხაზეთის არ-ის ოჩამჩირის მუნიციპალი-ტეტში, სიგრძე – 47 კმ, აუზის ფართ. – 336 კმ2. სათავეს იღებს ზ. დ. 2560 მ-ზე, კოდორის ქედის სამხრ. კალთიდან. შავ ზღვას ერთვის სოფ. ჯუყმურის მახლობლად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე და ზაფხულში იცის წყალდიდობა, წლის დანარჩენ დროს – წყალმოვარდნები. საშ. წლიური ხარჯი 18 მ3/წმ. ქვემო წელში მდინარე მეანდრირებს. მდინარის ნაპირას მდებარეობს X ს. მოქვის საკათედრო ტაძარი: „ამ მდინარესა ზედა, მთაში, არის მოქვის ეკლესია გუმბათიანი, დიდნაგები“ (ვახუშტი ბატონიშვილი).
ი. აფხაზავა