მოქვი, სოფელი აფხაზეთის არ-ის ოჩამჩირის მუნიციპალი-ტეტში, მდ. მოქვის ნაპირზე. ზ. დ. 130 მ. ოჩამჩირიდან 17 კმ. სოფელში დგას ხუროთმოძღვრული ძეგლი – საკათედრო ტაძარი, რ-იც აფხაზთა მეფე ლეონ III-ს (957–967) აუგია.
ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ, აღმ. მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს, შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები. მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
პ. ზაქარაია