მოშიაშვილი ანატოლი ილიას ძე

ა. მოშიაშვილი 

მოშიაშვილი ანატოლი ილიას ძე (11. III. 1950, ქუთაისი, – 14. VIII. 2018, სერბეთი), სპორტსმენი (მძლეოსნობა, თარჯრბენა დარბაზში 60 და 110 მ-ზე). სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი; ევროპის ჩემპიონი (1974) და მესამე პრიზიორი (1972); სსრკ ხალხთა მეხუთე სპარტაკიადის გამარჯვებული (1971); სსრკ ჩემპიონი (1972, 1974, ზამთარი; 1973, ზამთარი, ზაფხული); მეორე (1972, ზაფხული) და მესამე (1975, ზამთარი) პრიზიორი. ევროპის თასის მეორე პრიზიორი (1973); მსოფლიოს სტუდენტური თამაშების მეორე (1973) და მესამე (1968) პრიზიორი; საქართვ. რეკორდსმენი (1974, 60 მ, თარჯრბენა). მწვრთნელი – ე. გოკიელი.