მოცვი, (Vaccinium) მცენარეთა გვარი მანანისებრთა ოჯახისა (Ericaolcede) მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია, მიეკუთვნება კენკროვანებს, აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება, მათგან სამი – მთის მ. (V. myrtillus) ლურჯი მ. (V. uliginosum) და წითელი მ. (V.vitis idaea) ბორეალერი ელემენტებია და გავრცელებულია პოლარქტიკული სამყაროს სუბალპ. და ალპ. სარტყელში, ერთი კი – კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მ.) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდ.-აღმ. ანატოლიაში მთის მ. მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპ. ტყეებში. გვხვდება უფრო მაღალიც – დეკიანებში. ბევრია მთა–თუშეთში, წითელ მ-თან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს გამოირჩევა ზედაპირული ფესვითა სისტემით და ყინვაგამძლეობით. (იტანს –20–250 C), ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლ–აგვ.–ში. დღეისათვის, მსოფლიოში კულტივირებულ ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელდა ლურჯი მ., რ-ის ნერგების გამოყვანა-გამრავლება ხდება უჯრედის კულტურის წესით (სინჯარაში) ლაბორატორიულ პირობებში. მისი ზრდა-განვითარების და მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგის მჟავიანობა (PH–4,0–5,0) იყოს, ნაკვეთი კი გაფხვიერებული, განათებული და ტენიანი. ამიტომ მისი დარაიონება შეიძლება დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონებში ლურჟი მ. საზაფხულო მოხმარების კენკრაა და იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე; სხვა კენკროვან კულტურებთან შედარებით უფრო მკვრივი ნაყოფი აქვს მ-ის ნაყოფი მომჟავოტკბილია. გამოიყენება ნედლად და გადამუშავებული სახით (მურაბა, კომპოტი და სხვ.). შეიცავს ნახშირწყლებს, კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს ფლივონიდებს, ვაშლის, ლიმონის და რძის მჟავებს, ვიტამინებს (C, B, D). მ.. აფლოვანი მცენარეა. მ-ის ნაყოფი არეგულირებს არტერიულ წნევას, საუკეთესო საშუალებაა გულის დაავადების განვითარების საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, აუმჯობესებს მხედველობას და სხვ.
მოცვი გავრცელებულია დას. და ნაწილობრივ აღმ. საქართველოში. 2016-იდან ქვეყანაში ლურჯი მოცვის გაშენება დაიწყო. შეიქმნა ამ კულტურის მწარმოებული კომპანიები, რ-თაგან აღსანიშნავია „გოლდენ ფარმსი“, „ბლუ გარდენი“ და სხვ. 2021 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარაზენში დაარსდა კომპანია „ლურჯი მოცვი საქართველოში“, რ-მაც 2024 გაიარა სერტიფიცირება; გაშენდა პლანტაცია 25 ჰა-ზე. 2022 ბოლოსთვის საქართველოში ლურჯი მოცვის ბაღების ჯამურმა ფართობმა 2000 ჰა-ს გადააჭარბა, შედეგად მოსავალი გაიზარდა 0,5 მლნ. კგ-იდან 4 მლნ. კგ-მდე (2011–23). ქვეყანაში მოცვი ჰა-ზე დაახლოებით 14,5 ტ-მდე მოსავალს იძლევა. 2024 საქართველოდან ლურჯი მოცვის 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
ლ. ხინთიბიძე
ლ. გოგინავა