მოცხარი

წითელი მოცხარი

შავი მოცხარი

მოცხარი, ხუნწი (Ribes), მცენარეთა გვარი ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახისა. 1–3 სიმაღლის ფოთოლმცვივანი ბუჩქებია. აქვს სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი, 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის . (R. biebersteinii), აღმოსავლური . (R. orientall) და მთის . (R. alpinum), რ-თაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი – ჩრდ. და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებული სახეობები უეკლო ბუჩქებია, გვხვდება ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებზე. -ის მოყვანისათვის ოპტიმალური ზონაა ზ. დ. 700–1000 ; მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, მისთვის კრიტიკულია 380C-ზე მეტი ტემპ-რა. მცენარე ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე მწიფდება. კარგად ხარობს მსუბუქ თიხნარ და ქვიშნარ, ტენიან ნიადაგებზე. ბუჩქი 12–15 წელს ცოცხლობს. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს. . მრავლდება კალმითა და გადაწიდვნით. კულტურაში ცნობილია -ის მრავალი ჯიში, მ. შ. გვხვდება: შავი . (R. nigrum). წითელი . (R. rubrum) და თეთრი . (R. rubrum White Grpe). ოქროსფერ -ს იყენებენ როგორც დეკორ. ბუჩქს, აგრეთვე ტყესაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მ-ის შტამბიანი ფორმის მისაღებად.

. საუკეთესო საკვები პროდუქტია. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, მ. შ. ვიტამინებს (C, P და სხვ.) იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვ. . სამკურნალო მცენარეა, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და დიაბეტის განვითარებას. მისი მშრალი ფოთლებისა და ტოტების ნახარში გამოიყენება დიათეზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ.

ლ. ხინთიბიძე

ლ. გოგინავა