მოძღვარი

მოძღვარი, 1) სასულიერო პირი – მღვდელი, ხუცესი, სულიერი მამა; 2) ძვ. საქართველოში მეცნიერი ბერი; 3) მასწავლებელი, დამრიგებელი, აღმზრდელი; 4) რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მაგ., ხუროთმოძღვარი, ეზოსმოძღვარი.

ძვ. საქართველოში მოძღვართმოძღვარი იყო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის აღმნიშვნელი ტერმინი.

ლიტ: გამსახურდია ს., სწავლა განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975.

ზ. ეკალაძე