მოწერელია ალექსანდრე ბესარიონის ძე

მოწერელია ალექსანდრე ბესარიონის ძე ( 25. II. 1910, ფოთი, – 10. V. 1998 ), მელიორატორ-ნიადაგმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1976), მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). 1931 დაამთავრა თბილ. სუბტროპ. კულტურების საკავშ. ინ-ტი. 1945–72 იყო ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კოლხეთის ფილიალის დირექტორი. 1972–78 მუშაობდა საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტის ნიადაგმცოდნეობისა და მელიორაციის კათედრის გამგედ. 1978-იდან იყო ტრესტ „კოლხეთმშენის“ სამშენებლო ლაბორ. გამგე. 1932-იდან ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. იკვლევდა კოლხეთის დაბლობის ნიადაგებს. მისი ძირითადი ნაშრომები (მ. შ. 2 მონოგრაფია) ეხება კოლხეთის დაბლობის მელიორაციასა და ათვისებას.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.