მოწმაო

მოწმაო, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს ადმ. ერთეული). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. დათვისისხევის (ხევსურეთის არაგვის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1540 . დუშეთიდან 60 კმ. მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.