მოწმე

მოწმე, რაიმე მოვლენის, შემთხვევის შემსწრე, მნახველი. სამართალწარმოების პროცესში . არის პირი, რ-მაც შეიძლება იცოდეს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მისი ჩვენება ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რ-საც სასამართლო მნიშვნელოვან არგუმენტად მიიჩნევს. სისხლის სამართლის პროცესში პირი -ის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

-ს უფლება აქვს იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში და გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს; არ მისცეს ჩვენება, რ-იც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს (სამოქალაქო პროცესში); მოითხოვოს დაცვის სპეც. ღონისძიების გამოყენება.

. ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. იგი შეუცვლელია, მისი აცილება არ შეიძლება. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას . შეიძლება დააჯარიმონ ან იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. ჩვენების მიცემისას -ის სტატუსით და მისი უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული, დაზარალებული, ექსპერტი და თარჯიმანი.

-ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემამდე . დებს ფიცს, რ-იც შეიძლება იყოს რელიგიური ან არარელიგიური. სამოქალაქო საქმეზე . ფიცს დებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. სამოქალაქო პროცესში რელიგიურ ან არარელიგიურ ფიცს . დებს დაკითხვის შემდეგ.

-დ დაკითხვის ვალდებულება არ ეკისრება: ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; ბრალდებულის ახლო ნათესავს; ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და სხვ.

სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამარტივების, სტრესის შემცირების, ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისა და ინფორმირებულობის მიზნით -ს შეიძლება დაენიშნოს კოორდინატორი.

ი. უჯმაჯურიძე