მოხე, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში (მოხის ადმ. ერთეული). მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ქვაბლიანის მარცხ. მხარეს. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ნამინაური, ციხისუბანი). ზ. დ. 1450 მ, ადიგენიდან 13 კმ, 254 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. XX ს. 60-იან წლებში მ-ში დასახლდნენ ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან. მათი უმრავლესობა მუსლიმია. სოფელში დგას მეჩეთი.