მოხისი

მოხისი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (თონეთის ადმ. ერთეული), მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე. მდ. ალგეთის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1360 . თეთრი წყაროდან 52 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

. ისტ. დოკუმენტებში იხსენიება XIV ს-იდან, როგორც სვეტიცხოვლის კუთვნილება. მასზე გადიოდა უმოკლესი გზა მანგლისიდან მცხეთისაკენ. გადმოცემით -ს ადრე კველეთი ერქვა. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, ე. წ. აგარაკების ტერიტორიაზე, დგას X–XI სს. სამების დარბაზული ეკლესია (9,3 X 5,4 ). აღმ. სარკმელზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც იხსენიებიან ალმაოტის ძენი – კვირიკე, თევდორე და ბეშქენ. XIX ს. ბოლოს ეკლესია განუახლებია იოსებ ყავრიშვილს, რ-იც ამავე ტაძარშია დაკრძალული. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 1983–84.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; გელაშვილი ი., გოგოლაძე თ., X–XI საუკუნეების უცნობი წარწერა მოხისის სამების ეკლესიიდან, კრ.: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, [ტ.] 25, თბ., 2015; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964.

თ. თოდრია