მოხისი

მოხისი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდ-ებს – დასავლეთის ფრონესა და სურამულას შორის. ზ. დ. 680 , ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: ., ზემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი). ქარელიდან 21 კმ, 1296 მცხ. (2014). -ის ტერიტორია ადრე ფეოდ. ხანიდან ყოფილა დასახლებული. სოფელზე გადადიოდა მნიშვნელოვანი გზა (შიდა ქართლიდან – გორი–რუისი–საღოლაშენი–არადეთი–.–ვაყა–ბორჯომის ხეობა). 

. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლიდან 1,5 კმ-ზე, ადგილ–ნაომრების ფერდაზე, აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი. გაითხარა ერთი დაზიანებული ქვაყუთი. . წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1392 მცხეთის საეკლ. მამულების სიაში. -თან დაკავშირებულია რამდენიმე ბრძოლა – იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ 1512 აქ დაამარცხა თავისი ძმა ვახტანგი, ხოლო 1520 მამია გურიელმა – ქართლის მეფე დავით X. 1785 -თან ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა უკუაგდო თურქ-ლეკთა მოთარეშე რაზმები. XVII–XVIII სს-ში . მცხეთის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. იგი შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში, რ-საც ამილახვრები სარდლობდნენ.

-ის სამხრ.-დას. ნაწილში დგას აგურითა და ფლეთილი ქვით ნაგები წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (15 X 9 ), რ-საც სამხრ-ითა და დას-ით თაღოვანი შესასვლელები აქვს. სწორკუთხოვანი საკურთხევლის წინ არის მოხატული კანკელი, აღმ. კედელში – სარკმელია, ხოლო გვერდით კედლებში – თაღოვანი ნიშები. ეკლესიის აღმ. ფასადზე, სარკმლის ზემოთ ჩასმულ ქვაზე, ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერა და ქვის ჯვრის რელიეფური გამოსახულება. სამხრ-იდან მიშენებული აქვს კარიბჭე, დას-იდან – 1811 აგებული გუმბათოვანი კამარით გადახურული ორსართულიანი სამრეკლო. იქვე დგას XVII ს. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული გადახურულია კამარებით. ნაგებობა დაზიანებულია. კოშკსა და ეკლესიას გარს უვლის გალავანი.

წყარო: ბატონიშვილი დავით, ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; ბაგრატიონი თეიმურაზ, ახალი ისტორია, თბ., 1983; ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა, თბ., 1986; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ. ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: გვასალია ჯ. ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1989; [ტ.] 7, მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წ. 1, თბ., 1964; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.