„მოჯამაგირის ხმა“, სოფლის მეურნეობისა და ტყის მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის ორკვირეული ორგანო. გამოდიოდა 1927–30 თბილისში. 1930-იდან „სასოფლო და ტყის მეურნეობის მუშა“ ერქვა. გამომცემელი იყო „ახალი სოფლის“ რედაქცია (№1–№10), შემდეგ – სოფლის მეურნეობისა და ტყის მუშაკთა კავშირი. იბეჭდებოდა კორესპონდენციები და სპეც. სტატიები პროფკავშირის, მიმდინარე პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე. სულ გამოვიდა 135 ნომერი.
გ. თოდუა