ფ. შილერის „ყაჩაღები"
მჟავია დიმიტრი გრიგოლის ძე (12. IV. 1896, თბილისი, – 22. X. 1965, იქვე), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1941). 1917–20 სწავლობდა გ. ჯაბადარის ქართ. დრამ. სტუდიაში. 1920 მიიწვიეს თბილისში, ახლად დაარსებულ ქართ. დრამ. დასში (შემდგომში – რუსთაველის თეატრი), სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. მისი შესრულებული როლებია: ლენინი (ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“), საჩინო (ს. მთვარაძის „მთაგრეხილზე“), შაჰ-აბასი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ლიზოგუბი (ა. კორნეიჩუკის „ბოგდან ხმელნიცკი“), ბარონი როზენი, შადიმანი (ს. შანშიაშვილის „არსენა“, „გიორგი სააკაძე“), გარსია კასტრო (გ. მდივანის „ალკაზარი“), მელიტონი (მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“), ლეანდრი (ხ. ბენავენტეს „ინტერესთა თამაში“), შუისკი (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), შპილბერგი (ფ. შილერის „ყაჩაღები“) და სხვ. მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები გამოირჩეოდა დრამ. სიმძაფრითა და ემოციურობით.